logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკვა: ამოვიდა ყელში ეს ფარისევლობა!
- +

24 ნოემბერი. 2016. 22:18

 

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკვა პუბლიცისტ თაკო ჩარკვიანთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, რომ არ დავწერო გული გამიჩერდება. ალბათ, თაკო ჩარკვიანს პატივს ვცემ, მაგრამ რა იყო ეს ,,იბერიის" ეთერში! ირაკლი ღარიბაშვილზე ენა როგორ მოგიბრუნდა გეთქვა, იმიტომ ისვრებოდა რომ გვერდით ლაშა ნაცვლიშვილი ყავდაო... ყველაფერს აქვს საზღვარი ბოლო ბოლო. თქვენც ხომ იცით თაკო, რომ ნაცვლიშვილი არასდროს ყოფილა ღარიბაშვილის გარემოცვა. ეს ერთი და მეორე უნდა გაგახსენო ის დღე ჩემთან, რომ იყავი სტუმრად და თვალებზეცრემლმორეული ლაპარაკობდი ღარიბაშვილზე, ვგიჟდები როგორ მიყვარს ეს ბიჭიო. ღმერთო გასკდა გული, ამდენი მაინც არ ვიცოდე, არ მესმოდეს და ნეტავ ყველაფრის თქმის ნერვები მქონდეს! ამოვიდა ყელში ეს ფარისევლობა! მე მაინც არ ვიყო ცოცხალი მოწმე!"





 

 

 

 

 







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner