logo_geo
eng_logo
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელების ახალი მუქარის წერილი გავრცელდა
- +

22 მარტი. 2016. 00:14


ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა დღეს მორიგი მუქარის შემცველი წერილი მიიღო. ანონიმი მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში გავრცელებას გეგმავს. ულტიმატუმის ბოლო ვადა კვლავ 31 მარტია.


ამ გზავნილის მიღების შემდეგ, ტელეკომპანიის წარმომადგენლობა პროკურატურას დაუკავშირდა, რის შემდეგაც ჟურნალისტი ნოდარ მელაძე დაკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.


ნოდარ მელაძემ პროკურატურას გარკვეული ინფორმაცია მიაწოდა:


დღესრუსთავი 2"-ის ოფიციალურ გვერდზე, სოციალურ ქსელში, შემოვიდა გრაფიკული გამოსახულება გზავნილის სახით, რომელიც შეიცავდა გარკვეულ ინფორმაციას, რომ 31 მარტს გამოქვეყნდება რიგი პოლიტიკოსების ცხოვრების ამსახველი კადრები, ჩვენ ეს შეტყობინება მთავარ პროკურატურას გადმოვუგზავნეთ, დღეს მე როგორცრუსთავი 2"-ის ვებ-გვერდის მთავარი რედაქტორი ვიყავი დაკითხვაზე, სადაც დაინტერესდნენ რომელ საათზე შემოვიდა ეს ინფორმაცია და ვინ იყო მომხმარებელი, რომელმაც გამოგზავნა, შემდეგ დაათვალიერეს ჩვენი აპლიკაცია, სადაც მოქალაქეთა წერილები შემოდის, ამოიღეს ეს ინფორმაცია", - განაცხადა ნოდარ მელაძემ.


 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner