logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: ირაკლი აბესაძე თანამდებობაზე ირმა ნადირაშვილის გამო ვერ დაინიშნა
- +

24 ნოემბერი. 2016. 22:22



„ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუს"-ში განაცხადა, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ირაკლი აბესაძე ირმა ნადირაშვილის გამო ვერ დაინიშნა.  


„რეალურად, ირაკლი აბესაძე რომ არ აირჩიეს, ეს არის მათივე წარმომადგენლის, ირმა ნადირაშვილის ბრალი, რადგან ის სხდომას არ ესწრებოდა და აბესაძეს სწორედ ერთი ხმა დააკლდა", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.


კითხვაზე, მისცემდა თუ არა ხმას, „პატრიოტთა ალიანსის" წევრ ემზარ კვიციანს, გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ ამაზე იფიქრებდა.


აღსანიშნავია, რომ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტმა სხდომაზე ოპოზიციის კვოტით კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვერ აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენილი იყო ორი კანდიდატურა - დამოუკიდებელი ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" სახელით ემზარ კვიციანი, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით ირაკლი აბესაძე.


კენჭისყრაზე აბესაძეს კომიტეტის 8 წევრმა დაუჭირა მხარი და მას აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად მხოლოდ 1 ხმა დააკლდა, რადგან არჩევისთვის საკმარისი კვორუმი 9 დეპუტატის მხარდაჭერა იყო.


ემზარ კვიციანს კი მხარი კომიტეტის ხუთმა წევრმა დაუჭირა, მათ შორის იყვნენ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე, ასევე კობა ნარჩემაშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner