როგორც 2030.news-ს „აუდიტორია 115"-ის წევრმა ანი რობაქიძემ განაცხადა, ისინი უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან 25 ნოემბერს საპროტესტო აქციას გამართავენ, რომელიც 13:00 საათზე დაიწყება.
მისივე თქმით, აქციაზე უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას გააპროტესტებენ.
„აუცილებელია, რომ თვითმმართველობის მოქმედი სტრუქტურა გაუქმდეს და ჩამოყალიბდეს ისეთი სტრუქტურა, სადაც ყველა სტუდენტი იქნება თანასწორი", - განაცხადა ანა რობაქიძემ.
„აუდიტორია 115"-ის წევრებმა 24 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი დაიკავეს. ისინი თვითმმართველობის გაუქმებას და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების სწრაფად შეტანას მოითხოვენ.