ერაყის ქალაქ ჰილაში ავტოგასამართ სადგურზე დანაღმული სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთაგან უმეტესობა ირანელი მომლოცველია.
ავტოგასამართ სადგურთან სხვა და სხვა ქვეყნიდან, ძირითადად ირანიდან ჩასული მომლოცველების ავტობუსები ჩერდებოდა. მომლოცველი შიიტი მუსულმანები წმინდა ქალაქ ქარბალადან ბრუნდებოდნენ.
„ფრანც პრესის" ცნობით, ავტოგასამართ სადგურთან აფეთქების მომენტში მომლოცველებით სავსე სულ მცირე 7 ავტობუსი იყო გაჩერებული.
ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.