logo_geo
eng_logo
ერაყში მომხდარ აფეთქებას 70–ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
- +

24 ნოემბერი. 2016. 23:04


 

ერაყის ქალაქ ჰილაში ავტოგასამართ სადგურზე დანაღმული სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთაგან უმეტესობა ირანელი მომლოცველია.


ავტოგასამართ სადგურთან სხვა და სხვა ქვეყნიდან, ძირითადად ირანიდან ჩასული მომლოცველების ავტობუსები ჩერდებოდა. მომლოცველი შიიტი მუსულმანები წმინდა ქალაქ ქარბალადან ბრუნდებოდნენ.


„ფრანც პრესის" ცნობით, ავტოგასამართ სადგურთან აფეთქების მომენტში მომლოცველებით სავსე სულ მცირე 7 ავტობუსი იყო გაჩერებული.


ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner