BBC-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვებთან გეოგრაფიაში მცირე გამოცდა ჩაატარა და თავადვე უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ სად მთავრდება რუსეთის საზღვრები. როდესაც ბავშვმა პასუხის გაცემა დაიწყო, პრეზიდენტმა მას საუბარი შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ „რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება".