logo_geo
eng_logo
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი Gmail-ის მომხმარებლებს აფრთხილებს
- +

25 ნოემბერი. 2016. 00:54


 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ Google-ს მომხმარებლებმა შემაშფოთებელი შეტყობინება მიიღეს. მომხმარებლებს შორის, რომლებსაც შეტყობინებები დაეგზავნათ, ჟურნალისტები, დიპლომატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები არიან.  კომპანია Google-ს  ინფორმაციით, მათი Gmail-ის ანგარიშების გატეხვას შესაძლოა, მთავრობის მიერ მხარდაჭერილი თავდამსხმელები ცდილობდნენ.


„Google-ს არ დაუკონკრეტებია, რომელი ქვეყნის მთავრობა დგას შესაძლო შეტევის უკან, არც ის უთქვამს, თუ რატომ გაუჩნდა კომპანიას ასეთი ეჭვი. სამაგიეროდ დაასახელა საფრთხეები, რომლებიც შეტევის წარმატების შემთხვევაში შეიძლება ანგარიშებს დაემუქროს - Google წერს, რომ „ჩვენ ვერ გავამხელთ, კონკრეტულად რამ შეგვაშფოთა, რადგან ჰაკერები ტაქტიკას შეცვლიან, თუმცა თუ წარმატებას მიაღწიეს, შესაძლებელია მოიპოვონ წვდომა თქვენს მონაცემებზე, ან თქვენი ანგარიში სხვა ქმედებებისთვის გამოიყენონ".

 

Google-ის ცნობით, ასეთი რამ Gmail-ის მომხმარებელთა მხოლოდ 0,1 პროცენტს ემართება. იმისთვის, რომ მათ რიცხვში არ აღმოჩნდეთ, კომპანია გთავაზობთ, ჩართოთ ორმაგი ვერიფიკაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ანგარიშზე შესასვლელად მხოლოდ პაროლი საკმარისი აღარ იქნება. ტელეფონზე მოგივათ კოდი, რომელიც შესაბამის ველში უნდა შეიყვანოთ. ანგარიში ხელმისაწვდომი გახდება მხოლოდ ორივე ნაბიჯის გავლის შემდეგ.

 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გირჩევთ, გაითვალისწინოთ Google-ის რეკომენდაცია და თუ გამაფრთხილებელი მეილი მიიღეთ, ისარგებლოთ ორმაგი ვერიფიკაციით.  ამისთვის შეგიძლიათ მიჰყვეთ  - ბმულს.  ასევე გაითვალისწინეთ, რომ აუცილებლად უნდა შეცვალოთ Google-ის ანგარიშის პაროლი. თუ იგივე პაროლს იყენებდით სხვა ანგარიშებისთვისაც, გამოცვალეთ ისინიც",-ნათქვამია პეროსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციაში.


შეგახსენებთ, რომ პეროსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა გაფართხილებელი ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ facebook-ის მომხარებელებისთვისაც გაავრცელა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner