logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ახალგაზრდებს მოვუწოდებ, პროტესტის ნაცვლად დიალოგის ფორმატში შევიდნენ
- +

25 ნოემბერი. 2016. 01:26

 

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა 2030-ში სტუმრობისას სტუდენტების მიერ თსუ-ს  მე-6 კორპუსის ბლოკირებასთან დაკავშირებითა ისაუბრა. სესიაშვილის თქმით, თვითმმართველობა მსოფლიოს ყველა უმაღლეს სასწავლებელშია და თვითმმართველობის წარმომადგენლები ადმინისტრაციის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩვეულებრივი ხმებით სარგებლობენ.


„ახალგაზრდობას ძალიან დიდი ძალა აქვს, მაგრამ ქვეყანაში არის ის ხელისუფლება, რომელსაც საზოგადოებასთან, მითუმეტეს ახალგაზრდობასთან ღია დისკუსია არ უჭირს და ახალგაზრდებს მოვუწოდებ, პროტესტის ნაცვლად დიალოგის ფორმატში შევიდნენ. მე მოვუსმინე სტუდენტს, რომელიც არსებულ პრობლემებზე საუბრობდა და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების განხორციელებაა საჭირო. პარლამენტი სულ რაღაც ერთი კვირის შეკრებილია და მთავრობის დამტკიცების შემდეგ არსებით საკანონმდებლო საქმიანობაზე გადავალთ. იმედი მაქვს, გარკვეული ინიციატივები განათლების სამინისტროდანაც წამოვა.

 

არ მინდა, ვინმემ წარმოიდგინოს, რომ ყველა მოთხოვნა აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს. მე პირადად, გერმანიის სამ უნივერსიტეტში მომიწია სწავლა და თვითმმართველობა სამივე უნივერსიტეტში იყო. მათ მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდათ. მეტიც, თვითმმართველობის წარმომადგენლები ადმინისტრაციის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩვეულებრივი ხმებით სარგებლობდნენ. შესაძლოა, ჩვენს ახალგაზრდებს პრეტენზია სხვა ფორმებთან მიმართებაში აქვთ. ამ საკითხებში ჩართული არ ვყოფილვარ და დეტალებში შესვლა გამიჭირდება, მაგრამ ვიცი, რომ ახალგაზრდებთან ჩვენი ხელისუფლება მუდმივი კონსულტაციების რეჟიმში იყო და დიალოგი კვლავ გაგრძელდება", - განაცხადა სესიაშვილმა.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner