პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განათლების სისტემასთან დაკავშირებიტ ისაუბრა. როგორც ინაშვილმა განაცხადა, ახალ თაობა „დაღუპვის პირასაა".
„განათლების მინისტრი რატომღაც „კომბლეს" ხასიათის რევიზიითა დაკავებული და არა იმით, რომ განათლების ეროვნული კონცეფცია წარმოადგინოს. დღეს, ჩვენი შვილების თაობა დაღუპვის პირასაა. საქართველოს ისტორიაზე ამ თაობას ეცინება. სკოლის მოსწავლეებს არ სჯერათ რომ ერეკლე მეფე არსებობდა. მათ ჰგონიათ, რომ ცოტნე დადიანი გამოგონილი პერსონაჟია და საერთოდ თბილისი ვინ დაარსა ამაზე ახალ თაობას უჭირს პასუხის გაცემა. როდესაც ასეთი კატასტროფული ვითარებაა ჩვენს საგანმანათლებლო დაწესებულებაში „კომბლეს" რევიზიით უნდა იყოს განათლების მინისტრი დაკავებული? თუ იმით როგორ ავღაზრდოტ ჩვენს შვილებში სწორედ ცოტნე დადიანები და დავით აღმაშენებლები?!",- განაცხადა ინაშვილმა.