საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბაქოში 24 ნოემბერს დაწყებულ ჰეიდარ ალიევის სახელობის „ოქროს დიდ პრიზზე" თითო ოქრო-ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მძიმე წონაში გამარჯვებული გენო პეტრიაშვილი (125) გახდა, მანამდე კი ვერცხლის მედალი ავთანდილ კენჭაძემ (74) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები გიორგი რევაზიშვილი (61) და დავით მარსაგიშვილი (86) გახდნენ.