ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი გიორგი ფარესიშვილის ბრალდებებს პასუხობს.
„გიორგი ფარესიშვილს თავისი გაჭირვებაც ეყოფა, მაგრამ ის ფორმა, რაც ფორმითაც ის დღეს მოქმედებს, ცილისწამებისა და შანტაჟის საფუძველზე აგრძელებს ჩვენს მორალურ წნეხში და ტერორში ყოფნას, ეს არის ყოვლად ამორალური!" - განაცხადა ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა გადაცემაში „იმედის დრო" გიორგი ფარესიშვილის ბრალდებების შესახებ საუბრისას.
„საზოგადოებას ალბათ ახსოვს. სამი წლის წინ გამოძიებულ, დახურულ საქმეზე დღეს დავდგე და ვამტკიცო, რომ „აქლემი არ ვარ, გამორიცხულია!"- განაცხადა გიორგი მამაცაშვილმა.