logo_geo
eng_logo
თსუ-ში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
- +

25 ნოემბერი. 2016. 10:57



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.


თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დემეტრე ეგნატაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საარჩევნო უბნები 10.00 საათზე გაიხსნა და კენჭისყრის პროცესი 18:00 საათამდე გაგრძელდება. საუბნო საარჩევნო კომისიები კენჭისყრის შედეგებს დაითვლიან და არჩევნებიდან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს გამოაცხადებს.



დემეტრე ეგნატაშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესი 13 უბანზე მშვიდობიანად მიმდინარეობს. მისივე თქმით, უნივერსიტეტში ყველა სამსახური მობილიზებულია და შეეცდებიან, საარჩევნო პროცესი ასევე მშვიდობიანად გაგრძელდეს.



მისივე თქმით, თსუ-ს მე-6 კორპუსში, სადაც ამჟამად „აუდიტორია 115"-ის სტუდენტები არიან და აქციას მართავენ, არც ერთი საარჩევნო უბანი განთავსებული არ არის, ასე რომ, მათი პროტესტი არჩევნების ჩატარებას ხელს არ შეუშლის.



სულ უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე 140 წევრი უნდა აირჩიონ, რეგისტრირებულია 174 კანდიდატი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner