logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: ჩემი მეგობრი ჯუჯა 75 წლისაა...
- +

25 ნოემბერი. 2016. 11:26



მსახიობი და ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელის მეშვეობით, მსახიობ ვახტანგ ტატიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.



ჩემი მეგობრი ჯუჯა 75 წლისაა...

ჩემი და თქვენი საყვარელი ჯუჯა, ვახტანგ ტატიშვილი იუბილარია.

35 წლის წინ გავიცანი და დღესაც ისევ ისეთი ანცები დაუხტის თვალებში.

ის ხომ ერთია? მორჩა და გათავდა!

ვახტანგ! გილოცავ ჩემი და თბილისელების, ქართველი მაყურებლის

სახელით! ხვალ კი გნახავ, მაგრამ დღეს ამ ჩემს საყვარელ ადამიანებთან

ერთად უპირველესად ჯანმრთელობას, შენ რომ გიყვარს, ისე კოხტად ყოფნას გისურვებ შენს დიდ ოჯახთან ერთად.

მთავარი ხომ სიკეთე, სიყვარული და სილამაზეა?! დიდხანს იყავი აგერ, ჩვენს გვერდით!" - წერს კახიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner