logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: სტუდენტების ინტერესი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ მაღალია
- +

25 ნოემბერი. 2016. 11:29



„ყოველთვის არის რაიმე არჩევნები საქართველოში, როცა უკმაყოფილო ხალხი აუცილებლად ფიგურირებს და ალბათ თსუ-ს თვითმმართველობის არჩევნებიც არ იქნება გამონაკლისი", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა.



ჯეჯელავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა.



სტუდენტების ჩართულობა და ინტერესი ძალიან მაღალია ამ არჩევნების მიმართ. მთლიანობაში ვფიქრობ, რომ ყველაფერი მშვიდად ჩაივლის. თუმცა ყოველთვის არის რაიმე არჩევნები საქართველოში, როცა უკმაყოფილო ხალხი აუცილებლად ფიგურირებს და ალბათ ეს არჩევნებიც არ იქნება გამონაკლისი", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



უნივერსიტეტის 20 615 სტუდენტი 25 ნოემბერს სტუდენტურ თვითმმართველობის წევრებს აირჩევს. ამ მომენტისათვის თსუ-ს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილეობის მიზნით განაცხადი 174 კანდიდატმა შეიტანა. უნივერსიტეტის 7 ფაკულტეტზე სტუდენტები თვითმმართველობაში 20-20 დელეგატს აირჩევენ. სულ უნივერსიტეტს 140 წევრისაგან შემდგარი სტუდენტური თვითმმართველობა ეყოლება. თსუ-ს სასწავლო კორპუსებში სულ 13 საარჩევნო უბანი იქნება განთავსებული. კენჭისყრის პროცესი 25 ნოემბერს, 09:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათზე დასრულდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner