მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:
„ამ ქვეყანაში პრინციპულად მარტო ზვიად გამსახურდიას არ უდგამენ ძეგლს. ათასი თხოვნის მოუხედავად, ზვიადის სახელის ხსენებაზე მერია და საკრებულო ერთიანად გარბიან და იმალებიან. არადა, ათასი ვიგინდარას სახელი ჰქვია ქუჩებს და ძეგლებსაც უდგამენ! ესაა მათი ნამდვილი სახე", - წერს სანდრო ბრეგაძე.