logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ფილმის- „9+1” გადაღებები ათონელის ქუჩაზე არსებულ რეზიდენციაში ნამდვილად მიმდინარეობს
- +

22 მარტი. 2016. 01:09


კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით ფილმის  „9+1" გადაღებები ათონელის ქუჩაზე არსებულ რეზიდენციაში ნამდვილად მიმდინარეობს. როგორც გადაცემა 2030-ში ხაიდრავამ განაცხადა ფიმლის გავცელება მტელს მსოფლიოში იგიმება.



„ეს აპრობირებული მეთოდია. მოგეხსენებათ, ფილმების გადაღება თეთრ სახლში, გაეროში და სხვაგანაც ხდება. მოლაპარაკებებს 2 თვის განმავლობაში ვაწარმოებდით და გადაღების უფლება ყველა პროცედურის დაცვით მივიღეთ, რადგან ეს ობიექტი სახელმწიფო დაცვის ქვეშ იმყოფება. არსებობს გარკვეული წესები, რომელიც უნდა დავიცვათ და გარკვეული ინფორმაცია - რომელიც გარეთ არ უნდა გავიტანოთ.

ფილმის "9+1" გადაღება ინტენსიურად მიმდინარეობს და ვფიქრობ, მაყურებელს მისი ნახვის საშუალება მაისის ბოლოს ექნება. მოლაპარაკებები რამდენიმე ქვეყნის საპროდიუსერო კომპანიასთან მიმდინარეობს, რომ ფილმი მსოფლიომ ნახოს. სახელმწიფოს ფუნქციებს ვერ ვიკისრებ, მაგრამ მსოფლიო საზოგადოებას ვაჩვენებ, როგორ ხდებოდა ბოროტების მანქანის ჩამოყალიბება, რომელსაც სათავეში სააკაშვილი ედგა და რა დამართა „ნაციონალურმა მოძრაობამ " ქართულ საზოგადოებას, პირველ რიგში - ციხეებში." - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner