logo_geo
eng_logo
რაულ ჩილაჩავა: ირაკლი აბაშიძე იყო ქართველი კაცის იდეალური ფიზიკური განსახიერება
- +

25 ნოემბერი. 2016. 12:15



უკრაინაში მოღვაწე ცნობილი ქართველი პოეტი რაულ ჩილაჩავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ირაკლი აბაშიძე იყო არა მარტო დიდი მოღვაწე და შემოქმედი, არამედ ქართველი კაცის იდეალური ფიზიკური განსახიერება.


 

1983 წლის მარტში შევჩენკოს დღეებზე კიევში ჩამოფრინდა ირაკლი აბაშიძე. ბორისპოლის აეროპორტში დავხვდით პოეტები ბორის ოლინიკი, ლეონიდ ჰორლაჩი და მე. სტუმარმა სასტუმრომდე მიკოლა ბაჟანის მონახულება ისურვა და ჩვენც პირდაპირ მის ბინას მივადექით. ჩვენ გავხდით მოწმენი ორი დიდი შემოქმედის ამაღელვებელი შეხვედრისა, რომელიც მეგობრულ სუფრაზე ხანგრძლივი საუბრებითა და მოგონებებით დამთავრდა. მეორე დღეს, როცა კიევის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამოსვლისას ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, მე დღეს ერთადერთი ვარ ცოცხალთაგან, ვინც 1939 წლის ამ დროს კანევში კობზარის საფლავთან თავდახრილი იდგაო, დარბაზში ტაშმა იქუხა. დიახ, ირაკლი აბაშიძე იყო არა მარტო დიდი მოღვაწე და შემოქმედი, არამედ ქართველი კაცის იდეალური ფიზიკური განსახიერება", - წერს ჩილაჩავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner