logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა „აუდიტორია 115“-ს: თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხელის შეშლით უკეთესობას ვერ მიიღებენ
- +

25 ნოემბერი. 2016. 13:25



განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა ალექსანდრე ჯეჯელავამ „აუდიტორია 115"-ის მოთხოვნების კომენტირებისას განაცხადა, რომ სტუდენტებისთვის, სასწავლო პროცესისთვის და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხელის შეშლით ვერაფერ უკეთესობას ვერ მიიღებენ, მხოლოდ ათასობით სტუდენტის თავისი კანონიერი უფლების განხორციელებას შეუშლიან ხელს.



მისივე თქმით, იმ ხალხის უმეტესობა, ვინც ჩართული იყო ამ მოძრაობაში - „აუდიტორია 115"-ში, კონსტრუქციულად თანამშრომლობს და ბევრ ფორმატში მუშაობს თსუ-ს ახალ მენეჯმენტთან, განათლების სამინისტროსთან, სხვადასხვა არასამთავრობოსთან, პროფესორებთან ერთად.



ნაწილს უნდა და როგორც ჩანს, მათი მიზანია, რომ რაღაც ძალოვანი მეთოდებით გამოხატონ თავის თავი. მე მოვუწოდებ, ძალიან მინდა ვთხოვო ყველას, რომ ეს არაფერს მოიტანს. ყველა მზად არის მათთან შესახვედრად. მათ იციან, რომ თსუ- სტრატეგია მზადდება, ისიც იციან, რომ ითონაც არიან ჩართულები ამ ფორმატში, ამიტომ ახლა სტუდენტებისთვის, სასწავლო პროცესისთვის და თვითმმართველობის არჩევნებისთვის ხელის შეშლით ვერაფერ უკეთესობას ვერ მიიღებენ, მხოლოდ ათასობით სტუდენტს თავისი კანონიერი უფლების განხორციელებაში ხელს შეუშლიან", - განაცხადა ჯეჯელავამ.



ჯეჯელავას თქმით, მას სტუდენტებთან რეგულარულად ჰქონდა შეხვედრები, ახლაც სულ ღია აქვს კარი.



მათ რომ ნდომოდათ, გუშინაც ჩემთან მოვიდოდნენ და არა კორპუსს დაიკავებდნენ, მაგრამ მათი არჩევანია კონკრეტულად ასეთი მეთოდით მოქმედება.

ჩვენ ამას ვეთანხმებით და სწორედ ამ მიმართულებით მივდივართ. ანუ ნაბიჯები, რაც აქამდე გადაიდგა და გადაიდგმება, მათ შორის, საკანონმდებლო თუ ორგანიზაციული კუთხით, სწორედ არის იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ითხოვენ.

თვითმმართველობის რეფორმის საჭიროება არის და მიმდინარეობს უკვე თვეებია. ბევრი რამ შეიცვალა, შეიქმნა პლატფორმა, პროფესორები, სტუდენტები არიან ჩართულები. დაფინანსების ლიბერალიციისკენ ნაბიჯები უკვე გადაიდგა და კიდევ იდგება. უნივერსიტეტისა და ახალი რექტორის სტრატეგიაში ეს ხაზგასმულია, ეს ყველაფერი უკვე მიმდინარეობს", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს თვითმმართველობის არჩევნები ტარდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner