logo_geo
eng_logo
ისრაელის ქალაქ ჰაიფადან ხანძრის გამო 80 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
- +

25 ნოემბერი. 2016. 13:37



ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჰაიფადან ტყის ხანძრის გამო 80 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ქვეყანაში გახსნილია საევაკუაციო ცენტრები.


სახანძრო სამსახურები ცეცხლს უკვე მესამე დღეა ებრძვიან. ხანძარმა ჰაიფამდე მიაღწია, სადაც 250 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის შემოგარენში უკვე დაიწვა რამდენიმე შენობა.


ცეცხლის გავრცელებას მშრალი ამინდი და ქარი უწყობს ხელს. ადგილობრივ საავადმყოფოებში სხვადასხვა ხარისხის დამწვრობებით 30-მდე ადამიანია მოთავსებული.


ისრაელის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს.

ქვეყნის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ცეცხლის გაჩენაში დამნაშავეებს ტერორისტები უწოდა. ცეცხლის გაჩენის ბრალდებით უკვე რამდენიმე ადამიანიც არის დაკავებული.



ისრაელის დასახმარებლად სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო ვერტმფრენები გააგზავნეს რუსეთმა, უკრაინამ, კვიპროსმა, საბერძნეთმა, აშშ-მ, ხორვატიამ, იტალიამ და თურქეთმა. ისრაელელ კოლეგებს დახმარებას უწევენ პალესტინის ავტონომიის მეხანძრეებიც.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner