რამდენიმე წუთის წინ თბილისში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი და სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი დგებუაძე, იგივე „მასტერა" ჩამოიყვანეს.
აეროპორტში მასტერა კურიერის კამერამ დააფიქსირა. ამ წუთებში ჟურნალისტებთან განცხადებას მთავარი პროკურატურის წარმომადგენელი აკეთებს.
ინტერპოლით ძებნილი გიორგი დგებუაძე იგივე მასტერა, 2014 წელს ჰოლანდიაში დააკავეს. ამ ხნის განმავლობაში მისი ექსტრადირების შესახებ საქართველოს მთავრობა მოლაპარაკებებს ჰოლანდიასთან ხელისუფლებასთან აწარმოებდა.