ერთი ადამიანი დაიღუპა სამხედრო მანქანის მტკვარში გადავარდნის შედეგად. შემთხვევა მცხეთის შესასვლელთან დღეს მოხდა. ინფორმაცია „პირველს" შსს-ში დაუდასტურეს.
შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ავტომობილში სულ სამი ადამიანი იმყოფებოდა.
„პირველს" შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრასპორტით მოძრაობის და/ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.