logo_geo
eng_logo
სამხედრო მანქანის მტკვარში გადავარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა
- +

25 ნოემბერი. 2016. 14:40



ერთი ადამიანი დაიღუპა სამხედრო მანქანის მტკვარში გადავარდნის შედეგად. შემთხვევა მცხეთის შესასვლელთან დღეს მოხდა. ინფორმაცია „პირველს" შსს-ში დაუდასტურეს.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ავტომობილში სულ სამი ადამიანი იმყოფებოდა.



„პირველს" შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრასპორტით მოძრაობის და/ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner