logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ევროპარლამენტზე: თქვენ არასოდეს ეპყრობოდით კაცობრიობას პატიოსნად და არ ზრუნავდით ხალხზე სამართლიანად
- +

25 ნოემბერი. 2016. 14:46



თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ აი ერდოღანმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც ევროკომისიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები შეჩერდეს, განაცხადა, რომ თურქეთი ევროპაში მიმავალ დევნილებს საზღვრებს გაუხსნის, თუ ევროკავშირი ძალიან შორს წავა.



„თქვენ არასოდეს ეპყრობოდით კაცობრიობას პატიოსნად და არ ზრუნავდით ხალხზე სამართლიანად. თქვენ არ აგიყვანიათ ხმელთაშუა ზღვის მიერ ნაპირზე გამორიყული ბავშვები. ჩვენ ერთადერთნი ვართ, ვინც თავშესაფარსა და საკვებს აძლევს დაახლოებით 3.5 მილიონ დევნილს.

თქვენ არ შეასრულეთ თქვენი დანაპირები. როდესაც 50 000 დევნილი მოადგა კაპიკულეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტს, თქვენ ყვიროდით და ამბობდით რას ვიზამთ, თუ თურქეთი საზღვარს გახსნისო". შესაბამისად, თუ ძალიან შორს წახვალთ, ეს სასაზღვრო კარები გაიღება. ეს უნდა იცოდეთ და გესმოდეთ", - განაცხადა რეჯეფ აი ერდოღანმა.



გუშინ ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ევროკომისიას მოუწოდებს, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები „გაყინოს".




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner