logo_geo
eng_logo
მარტვილის კანიონის მიმდებარედ თანამედროვე ავტოსადგომი ეწყობა
- +

25 ნოემბერი. 2016. 15:05



მარტვილის კანიონის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების ავტოსადგომი შენდება. ავტოსადგომი გათვლილია 150 მსუბუქ ავტომობილზე და 50 ავტობუსზე. პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყობა ღია პავილიონები, მოსაცდელი ბლოკი, სუვენირების ფარდულები, გარე განათებები და სველი წერტილები.



მარტვილის კანიონთან ახალი ავტოსადგომის პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მარტვილის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 340 000 ლარია. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არქეოპოლისი" ახორციელებს.



სამშენებლო სამაუშაოებზე 60 ადგილობრივია დასაქმებული.



აქამდე მარტვილის კანიონთან პარკირების არარსებობის გამო პრობლემები ექმნებოდათ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს.



მარტვილში კანიონის ტურისტული ინფრასტრუქტურა 2016 წელს მოეწყო.



 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner