ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში წერს:
„ბოკერია ღელავს პარლამენტში, პრემიერი რატომ არ ჩავიდა აქამდე ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ უკრაინაშიო. თან ისეთი ტონით, თითქოს სერიოზული კომპრომატი უპოვა კვირიკაშვილს.
1. სტრატეგიული მეგობარი ქვეყნები ძებნილებს გუბერნატორებად არ ნიშნავენ;
2. უკრაინის გარდა საქართველოს სხვა პარტნიორებიც ჰყავს და უკრაინა არავის ჩაუთვლია მთავარ პარტნიორად. ეს „მთავარი პარტნიორობა" არის მონურ-ვასალური მენტალობის გამოვლინება;
3. ნაციონალებთან ანგარიში არაა ჩასაბარებელი!" - წერს უძილაური.