logo_geo
eng_logo
კობა ნარჩემაშვილი: გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის ოთხი-ხუთი თვის წინანდელი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი
- +

22 მარტი. 2016. 10:20


შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე საუბრისას აცხადებს, რომ ზოგიერთი ექსპერტისგან განსხვავებით, არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ კადრების გავრცელება ხელისუფლების გაკეთებული იყოს. მისივე თქმით, ეს  არის პოლიტიკური სისტემის ჩამოშლის მცდელობა!


„აუცილებელია, გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის ოთხი-ხუთი თვის წინანდელი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც თავის პარტიულ კოლეგებს ეუბნება: „რუსთავი-2"- თან ბარიკადები მოვაწყოთ, მერე კი შეიძება, იქ სისხლიც დაიღვაროსო. მოკლედ, გადამღებები, გამკეთებლები და გამავრცელებლებიც ეს ხალხია", - აცხადებს კობა ნარჩემაშვილი.


ნარჩემაშვილი ამბობს, რომ კადრების გამავრცელებლების მიზანი სწორედ ის არის, რომ შექმნან ქაოსი, საზოგადოებაში გააჩინონ აგრესია და უნდობლობა პოლიტიკოსების მიმართ, რათა შემდგომში შექმნილი ვითარებით ისარგებლონ.


„ვშიშობ, ხელისუფლებაში ისევ არიან ადამიანები, რომლებმაც შეინარჩუნეს თანამდებობები და ფარული საბოტაჟით არიან დაკავებული. შესაძლოა, ამ ხელისუფლების კომპრომეტირებისთვის  მათ ახლაც განახორციელონ სხვა ადამიანებზე თვალთვალი, რათა  თქვა - აი, ბატონო, ახლაც ხდება ასეთი რამეებიო. ერთი სიტყვით, ხელისუფლებამ შეუძლებელი უნდა შეძლოს, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს!

 

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ: კომპლექსური, მასშტაბური გამოძიება უნდა დაიწყოს, რომელიც გაცდენილ სამ წელიწადს აანაზღაურებს. ჭანჭიკებზე არ უნდა გაჩერდეთ! იცოდეთ, არჩევნების წინ ხელისუფლებას საზოგადოებისთვის  ბევრ მნიშვნელოვან შეკითხვაზე  მოუწევს პასუხის გაცემა", - აღნიშნავს ნარჩემაშვილი.   

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner