„დღეს გვექნება საქმიანი დისკუსია, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის შეიძლება საინტერესო არ იყოს", - ასე განმარტა „ქართულ ოცნების" დეპუტატმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ მინისტრთა კაბინეტის წევრების უმრავლესობასთან დახურული მოსმენის გადაწყვეტილება.
მისივე თქმით, შეხვედრის დახურულ ფორმატში ჩატარება ცოტა ხნის წინ გადაწყდა, რაც შეეხება იმას, თუ ვისი სურვილი იყო ეს, ზოიძემ აღნიშნა, რომ დეტალები არ იცის. კითხვაზე, ოპოზიციასთან შეხვედრა იყო ღია როგორ ფიქრობს, ეს არ იყო საქმიანი, ზოიძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ეს ტრიბუნა გამოიყენა და გააჟღერა თავისი პოზიცია.
„ჩვენ კითხვები, რა თქმა უნდა, დავსვით კომიტეტებზე, მათ შორის მწვავე შეკითხვებიც იყო ჩვენივე უმრავლესობის წევრებისგან. ხვალაც ასევე პლენარულ სხდმაზე დავსვამთ იმ კითხვებს, რაც გვაინტერესებს. ოპიზიცია მაგისთის არის, რომ კვლავ მოაწყოს პოლიტიკური შოუ და გააჟღეროს თავისი პოზიცია. ეს იყო ძირითადი დანიშნულება ამ შეხვედრების", - განაცხადა ზოიძემ.