logo_geo
eng_logo
„თუკი რაიმე იდეა გაქვთ, ჩვენთან შეგიძლიათ, უფასოდ განახორციელოთ“ - PR მენეჯერი მომავლიდან
- +

22 მარტი. 2016. 10:40

ღეს PR კლუბის სტუმარია ტექნოლოგიური განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მარიამ მექვაბიშვილი - PR ბევრი დიპლომითა და უამრავი კრეატიული იდეით.

გოგონა მრავალფეროვანი პროფესიით

ჩემი პროფესია მრავალფეროვანია - ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომი მაქვს ბიზნესის ადმინისტრირებაში, ბანკშიც საკმაო ხანს ვმუშაობდი, თუმცა შინაგანად არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც სტანდარტული რამეები უყვარს. ამიტომ დიდხანს ვერც საფინანსო სფეროში გავძელი და მედიამენეჯმენტის მიმართულებით გავაგრძელე სწავლა, მაგისტრის ხარისხიც ავიღე. ვმუშაობდი ჟურნალისტად, შემდეგ საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროშიც ვცადე ძალები და ამჟამად ტექნოლოგიური განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე - ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან მიწევს კონტაქტი და ძალიან საინტერესო პროექტებზე ვმუშაობ.

ყველაფერი ერთი შემთხვევით დაიწყო

როდესაც „თსუ"-ში ვსწავლობდი, ჩემმა ლექტორმა მითხრა, რომ უნივერსიტეტში ჰქონდათ პიარმენეჯერის მოადგილის ვაკანსია და თუ სურვილი მექნებოდა, გამოსაცდელი ვადით ამიყვანდნენ. ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო (იღიმის). უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის პიარი, დაახლოებით, ერთი წელი ვიყავი. მივხვდი, რომ ეს სწორედ ის საქმეა, რომლის კეთებაც მსიამოვნებდა. ამ სამსახურში თავი კომფორტულად ვიგრძენი. შემდეგ ცოდნის გაღრმავების მიზნით ნახევარი წელი გაუს პიარსკოლაშიც ვიარე და შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურისა და ხელოვნების მენეჯმენტზე ჩავაბარე, სადაც მედიამენეჯმენტის ხარისხი ავიღე. სახლში ძალიან ბევრი დიპლომი მაქვს. მომავალში დოქტორანტურაში ვაპირებ სწავლის გაგრძელებას.

ორიგინალური იდეები

აქამდე რაც სამსახური მქონია, ეს მათ შორის პიკია, საუკეთესოა. დღეს აქ ტექნოლოგიური განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ვარ. ერთი წლის განმავლობაში უამრავი კარგი პროექტი გავაკეთეთ და დიდი გამოხმაურებებიც მოჰყვა. მაგალითად, ერთ-ერთი იყო სუპერ თასისთვის „დინამოს" სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი. ზაფხულის ევროპული ოლიმპიადის ინფრასტრუქტურული მხარეც ჩვენ მოვაწყვეთ. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ პიარმენეჯერი არ ვარ და თუკი რაიმე კარგი იდეა გამიჩნდება, აქ საშუალება მაქვს, ყველაფერს ფრთები შევასხა (იღიმის). აი, მაგალითად, მეტროებში QR ბიბლიოთეკების პროექტიც ჩემი მოფიქრებულია. მეტროსადგურებში „სადგურის მოედანსა" და „რუსთაველში" მგზავრებს შეუძლიათ, ელექტრონული ბიბლიოთეკის ბანერებიდან სპეციალური QR კოდების გამოყენებით უფასოდ ჩამოტვირთონ სასურველი წიგნის ელექტრონული ვარიანტი. მომავალში QR ბიბლიოთეკის განთავსებას საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ადგილებშიც ვგეგმავთ, მათ შორის, სწრაფი კვების ობიექტებშიც. ყოველივე ეს კი წიგნების სახლის „საბას" მხარდაჭერით განვახორციელეთ, რაც საზოგადოებამ კარგად აიტაცა. მსგავსი პროექტი იტალიაში ყოფნისას ერთ-ერთ სუპერმარკეტში ვნახე - იქ კედლებზე გაკრული პლაკატებიდან მობილურის საშუალებით შეგვეძლო ჩამოგვეტვირთა პროგრამა, სადაც ფასებზე სრული ინფორმაცია იყო მოცემული. დამეთანხმებით, ძალიან მოსახერხებელი და მარტივია. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში ვართ და ყველაფერი მობილურში გვაქვს. მეც დავფიქრდი და ეს იდეაც სწორედ აქედან დამებადა.

მთავარი კრეატივია

თუკი რაიმე იდეა გაქვთ, ჩვენთან უფასოდ შეგიძლიათ, განახორციელოთ. ჩვენ ყველაფერს არაკომერციულად ვაკეთებთ, რადგან მერიის სსიპი ვართ და, შესაბამისად, ორიენტირებულები იმაზე, რომ მოსახლეობამ ჩვენი მეშვეობით სარგებელი მიიღოს.

გუნდურობა

ხშირად ახალ პროექტებზე ღამეებიც გვითენებია და შრომაც დაგვფასებია. ჩემთვის აქ მუშაობა იმდენად საინტერესოა, რომ დაღლას ვეღარც ვგრძნობ. ასეთ კარგ ხელმძღვანელთან და გუნდთან ერთად, სხვანაირად არც შეიძლება. თუ ადამიანებთან მუშაობისას თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ, იქ ვერ გავჩერდები, ჩემთვის ურთიერთობებია მნიშვნელოვანი. ჩემს გუნდს კიდევ ძალიან ბევრი პროექტის იდეა აქვს, რომლებსაც ნელ-ნელა ერთობლივად განვახორციელებთ. სულ ახლახან დავიწყეთ ახალი „სოციალური ჰაბის" პროექტი - მოსახლეობას საშუალება ექნება, სურვილის შემთხვევაში, ტანსაცმელი და ყველანაირი საჭირო პროდუქტი კონკრეტულ პუნქტებში მიიტანოს, რის შემდეგაც დავახარისხებთ, მერია თავის ხარჯებს დაამატებს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს გადავცემთ.

ფოტოგრაფი: ნინი მანდარია

ტექნოლოგიური განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მარიამ მექვაბიშვილი

ელიზავეტა გეგეშიძე

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner