რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების დაჯილდოების ცერემონიაზე მისულ ბავშვებს, რომლებიც გეოგრაფიის კონკურსების და ოლიმპიადების გამარჯვებულები არიან, გეოგრაფიის მოკლე გამოცდა ჩაუტარა.
პუტინმა ერთ-ერთს ჰკითხა, სად მთავრდება რუსეთის საზღვრები. როდესაც ბავშვმა პასუხის გაცემა დაიწყო, პრეზიდენტმა მას საუბარი შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ „რუსეთის საზღვრები არსად სრულდება".