„სააკაშვილის ისედაც არასტაბილურ ფსიქიკას, უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საფრთხე სულ გააგიჟებს, ანუ საფრთხე იმდენად რეალურია, რომ სააკაშვილი შეშფოთებს ვეღარ მალავს", - ამის შესახებ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ განაცხადა.
„ის, რომ სააკაშვილი ფსიქოპათია, მხოლოდ ჩემი მრავალწლიანი დაკვირვება არ არის, ასე წერია ევროპის შვიდი ავტორიტეტული ფსიქიატრიული კლინიკის 2006 წელს გამოქვეყნებულ დასკვნაში:
„ძლიერი პარანოიდალური აშლილობა, ისტერიულობა და ნარცისიზმის კომპლექსი..."
მე პირდაპირ გეტყვით, რაც ახლა სააკაშვილის თავში ხდება: იგი ნათლად ხედავს, პოროშენკო როგორ ართმევს მას მოქალაქეობას და როგორ ადებენ ხელბორკილებს თბილისის აეროპორტში," - აცხადებს პეტრე მამრაძე.