თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. დაშავებულია 61 ადამიანი.
ანკარის ცენტრში, კიზილაის რაიონში დანაღმული ავტომანქანა გუშინ საღამოს აფეთქდა. აფეთქება თურქეთის გენერალური შტაბისა და სამხედროების საერთო საცხოვრებლიდან 300 მეტრის დაშორებით მოხდა, როდესაც სამხედრო მანქანა გადაადგილდებოდა.
თურქეთის დედაქალაქში მომხდარ აფეთქებას ხელისუფლებამ ტერაქტი უწოდა.