logo_geo
eng_logo
გია ყრუაშვილი: „ნაცებმა“ ჩემს ცოლს ჩემი სექსუალური კავშირის ვიდეო გაუგზავნეს – მას მუცელი მოეშალა
- +

22 მარტი. 2016. 10:59

 

 

პარტია „თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გია ყრუაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მის ოჯახს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლები 2012 წლის 1 ოქტომბრამდე აშანტაჟებდნენ.



დიახ, მე ვარ ის ადამიანი, ვისაც ვიდეოკადრებით აშანტაჟებდნენ, მაგრამ ბოდიში მომითხოვია და ფეხები ვერ მომჭამეს! არადა, ოჯახში სერიოზული პრობლემები შემიქმნეს და მე და ჩემმა ცოლმა კინაღამ დავწყვიტეთ ერთმანეთი. მაგრამ ამ ბინძურმა ადამიანებმა, ამ მართლაცდაუკნიდან დაქოქილებმა", როგორც ბატონ რეზო ამაშუკელს უყვარს თქმა, საწადელს ვერ მიაღწიეს.


ყველამ კარგად იცის, რომ 2002-2003 წლებში ზვიად ძიძიგურთან ერთადნაცებთან" ვიყავით გაერთიანებულნი დავარდების რევოლუციაშიც" აქტიური მონაწილეობა მივიღეთ! აქედან გამომდინარე, მაგათ თითქმის ყველას ვიცნობდი და ვიცნობ. ავადმყოფ სააკაშვილის ამ ბოროტ სექტასთან პირადად მე ურთიერთობა 2006 წელს გამიფუჭდა, როცასაქართველოს რკინიგზაში" დავით ონოფრიშვილი მოიყვანეს და სააკაშვილის ცერბერებმა რკინიგზის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის დანომრული ფული - 4 ათასი დოლარის შეჩეჩება დამავალეს. ეს დავალება პირადად ნაძირალა სოსო თოფურიძემ დამავალა. ამოიღონ მაგ პერიოდში განხორციელებული სატელეფონო ზარები და დარწმუნდებიან, რომ სიმართლეს ვამბობ. ორჯერ დამიბარეს, რომ ამ დავალების შესრულებაზე დავეყოლებინეთ"... - განაცხადა გია ყრუაშვილმა.



მისივე თქმით, პიროვნება, რომლის წინააღმდეგ სოსო თოფურიძეს სურდა დანომრილი ფული აეღო, დღემდე „საქართველოს რკინიგზაში" მუშაობს. ყრუაშვილის განცხადებით, რადგან სოსო თოფურიძის დავალება არ შეასრულა, მასთან ვინმე წურწუმია მივიდა და სამსახურიდან გაშვებით დაემუქრა. მისი თქმით, მაშინ წურწუმია „საქართველოს რკინიგზის" უშიშროების სამსახურში მუშაობდა. ამასთანავე, გია ყრუაშვილი აცხადებს, რომ მაშინ ეს ამბავი თავადვე გაახმაურა და სწორედ ამის გამო „ნაციონალორი მოძრაობის" წევრები დაემუქრნენ.


საქართველოს რკინიგზაში", მოძრაობის გენერალური ინსპექციაში სალოკომოტივო მეურნეობის რევიზორი ვიყავი. დაიწყეს, მაგრამ რა დაიწყეს, მაგრამ ჩვენი უტვინო პრეზიდენტივითმდიდარი" სექსი არასოდეს მქონია და ტრადიციული, ტრადიციული, მამაპაპური სექსის მიმდევარი ვარ, მაგრამ ძალიან მდიდარი კაცი ვარ, რადგან 5 შვილი მყავს! უბინძურესი მეთოდებით დამიწყეს ბრძოლა - ჩემს ცოლს ფეისბუქის გვერდზე წერილებს უგზავნიდნენ - შენი ქმარი ამა და ამ ქალთან დადისო! ამით, რომ ვერ შემაშინეს, მერე უკვე ვიდეომასალები გაუგზავნეს ფეისბუქით, სადაც ჩემი სექსუალური კავშირი იყო გადაღებული ქალთან. ოჯახში სიტუაცია ძალიან დაიძაბა, მე და ჩემმა ცოლმა ამ ვიდეომასალის გამო ლამის დავხოცეთ ერთმანეთი და მოხდა, ძალიან საშინელი რამ - მეუღლეს ნერვიულობისაგან მუცელი მოეშალა! მეექვსე ბავშვს ველოდებოდი და დაგვეღუპა.


ნაძალადევის რაიონის გამომძიებელ თოფურიას სახელზე განცხადება დავწერე, რომ ჩემს პირად ცხოვრებაში ბინძური მეთოდებით ერევიან-მეთქი! როგორც თქვენ არ გამოგიძიებიათ რამე, ისე სააკაშვილის გამომძიებლებს, ამ საქმის გამომძიებლებს თითიც კი არ გაუნძრევიათ. ამ კადრების გავრცელება რომ არ იკმარეს, მერე ადგნენ და ჩემი პატარა ბიჭის - ლაზარეს სურათებს აქვეყნებდნენ ფეისბუქზე წარწერით: „ეს ბიჭი ყრუაშვილმა ამა და ამ ქალთან გააჩინა და არა თავის ცოლთანო". ამას წერდნენ სააკაშვილის ავადმყოფი ნაბიჭვრები. ეს ამბები 2010 წელს ხდებოდა. ჩემი მეუღლე სოფელში რომ წავიდოდა, ტელეფონზე ვიღაც ქალი ურეკავდა - „შენ მანდ რა გინდა, წუხელ შენს ქმართან, შენს საძინებელ ოთახში ვიყავი მთელი ღამე, ასეთი და ასეთი სექსი მქონდაო! საბედნიეროდ, ყურებზე ხახვი ვერ დამაჭრეს", - განაცხადა გია ყრუაშვილმა.

 

 

 

 



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner