სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი მოკრივე გიორგი ჭიღლაძე მძიმე წონით კატეგორიაში ფინალში გადავიდა.
ჭიღლაძემ პირველ ტურში ფინელი ანტი ლემუსვირპი დაამარცხა, მერვედფინალში კი ჩეხ ტომაშ სალეკს სძლია.
მეოთხედფინალში ქართელმა მოკრივემ ყაზახი მეტოქე დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ნახევარფინალში ჭიღლაძემ გერმანელ სპორტსმენს სძლია და ფინალში გავიდა.