logo_geo
eng_logo
ბარაკ ობამამ 2 ინდაური შეიწყალა
- +

26 ნოემბერი. 2016. 03:41



პრეზიდენტობის ბოლო მადლიერების დღეს, ბარაკ ობამამ ორი ინდაური შეიწყალა.


როგორც ცნობილია, ეს დღესასწაული ოფიციალურად 1863 წელს, აბრაამ ლინკოლნმა დააკანონა, სათავეს კი უფრო ადრე იღებს, როდესაც ადამიანები ახალ კონტინენტზე ჩავიდნენ და 1621 წელს, გადაწყვიტეს, ღმერთისთვის მადლობა ეთქვათ პირველი მოწეული მოსავლისთვის.


რაც შეეხება, ინდაურის შეწყალებას, ამერიკელები ამ ფრინველს განსაკუთრებით სცემენ პატივს.


1947 წელს, ინდაურის ეროვნულ ფედერაციას უჩუქებია აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტისთვის ერთი ცოცხალი ინდაური, ორი კი, უკვე კერძის სახით მომზადებული.

ამბობენ, რომ ჰარი ტრუმენს ინდაური შეუწყალებია და ის აღარ დაუკლავთ.


მადლიერების დღე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში აღინიშნება. კანადაში მას ოქტომბრის მეორე ორშაბათს, აშშ-ში კი, ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღნიშნავენ.


 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner