logo_geo
eng_logo
მარია ზახაროვა: აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერების შესახებ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება
- +

26 ნოემბერი. 2016. 11:25



რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერების შესახებ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.


მისი კომენტარი ეხებოდა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გალი „სამხედრო ქალაქი" გახდება, რომელშიც რუსეთის სამხედრო ბაზები და აეროდრომები აშენდება და არმიის უზარმაზარი კონტინგენტი განთავსდება.


„როგორც ვვარაუდობთ, ეს ყველაფერი დაკავშირებულია ამ დღეებში რუსეთში რატიფიცირებულ შეთანხმებასთან, რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შესახებ. თუკი ასეა, შეგახსენებთ, რომ ეს დოკუმენტი ასახავს ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას უსაფრთხოების სფეროში, რაც არანაირად არ უქმნის საფრთხეს მეზობელი ქვეყნების ინტერესებს. საქართველოში დაუსაბუთებელი ინსინუაციების გავრცელება გვიჩვენებს, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობის ნორმალიზაციის მოწინააღმდეგეები განაგრძობენ აქტიურ მოქმედებებს", - განაცხადა მარია ზახაროვამ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner