logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესს კრიზის არ დავარქმევდი
- +

26 ნოემბერი. 2016. 12:50



განათლების მინისტრობის კანდიდატი ალექსანდრე ჯეჯელავა სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, „აუდიტორია 115" ცდილობს, გამოხატოს რადიკალური ფორმებით თავისი დამოკიდებულება.


„უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესს კრიზის არ დავარქმევდი. ერთი ჯგუფი სტუდენტების გამოხატავს რადიკალური ფორმებით თავის დამოკიდებულებას. ამიტომ „აუდიტორია 115" არ დავარქმევდი მათ. ინტენსიური ურთიერთობა მქონდა თავის დროზე „აუდიტორიასთან" და ძალიან ბევრი, ვინც ჩართული იყო ამ ჯგუფში, ახლა დამოუკიდებლად არის, არ ეთანხმება ამ ექსტრემალურ ძალოვან ნაბიჯებს. მინდა ვთქვა, რომ ამ ხალხისთვის ყველა კარი ღიაა.  ძალიან ნეგატიურად მომხვდა ყურში, აპელირება იმის, რომ პრემიერ-მინისტრმა არ შეასრულა დაპირება", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


ჯეჯელავას თქმით, სტუდენტები ცვლიან დაპირებებს, რადგან მათ არ სურთ მიმდინარე პროცსების დასრულება.


„ამ ხალხს ეძახიან სამუშაო მაგიდასთან. მათ უნდოდათ, რომ 45-ე მუხლი შეცვლილიყო, მერე 43-ე მუხლიც შეცვალეს. დღესაც განათლებისა და მეცნიერების ახლად ჩამოყალიბებული კომიტეტი, ჩვენ სამინისტრო, თსუ-ს ადმინისტრაცია და ხელმძღვანელობა, ყველა ეუბნება მათ, რომ ნუ შეუშლით სასწავლო პროცესს ხელს. სტუდენტების ამ ჯგუფს ვეუბნებით, შემოგვიერთდით, ვიმუშაოთ. თუმცა, გუშინ რა მოთხოვნებიც ჰქონდათ, იყო ახალი და ეს მე მაწუხებს და მიუთითებს იმაზე, რომ ეს ხალხი დაინტერესებულია, გზადაგზა შეცვალონ მოთხოვნები, რათა  არ დასრულდეს პროცესი", - განაცხადა ჯეჯელავამ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner