logo_geo
eng_logo
სკანდალი აშშ-ში - შესაძლოა არჩევნების შედეგები ჰილარი კლინტონის სასარგებლოდ შეიცვალოს?!
- +

26 ნოემბერი. 2016. 13:22



ამერიკის შეერთებული შტატების ადგილობრივმა საარჩევნო კომისიამ „მწვანეთა პარტიის" კანდიდატის, ჯილ სტაინის მოთხოვნის საფუძველზე გადაწყვიტა, რომ ვისკონსინის შტატში აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებზე ხმებს ხელახლა დაითვლიან.


გავრცელებული ინფორმაციით, ხმების გადათვლა მომავალ კვირას დაიწყება და პროცედურა 13 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.


ჯილ სტაინი ხმების ხელახლა დათვლას ითხოვს მიჩიგანსა და პენსილავნიაშიც.


აშშ-ის საარჩვენო სისტემის მიხედვით, ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტია არა ამომრჩევლების რაოდენობა, არამედ ე.წ. საარჩვენო კოლეგიების ხმები. ასე მოხდა დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაშიც.


მილიარდერმა საარჩვენო კოლეგიების 290 წევრის ხმა მიიღო. მისმა კონკურენტმა ჰილარი კლინტომა ტრამპს ამომრჩევლეთა ხმებით აჯობა, მან 2 მილიონით მეტი ხმა მიიღო.


თუ აღმოჩნდება, რომ ვისკონსინში, მიჩიგანსა და პენსილვანიაში ხმები არასწორად იყო დათვლილი, ეს საკმარისია, რომ 8 ნოემბერს ჩატარებულ არჩვენების შედეგებს გადახედონ და გამარჯვება ჰილარი კლინტონმა მოიპოვოს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner