logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია „მასტერას“ შესახებ
- +

22 მარტი. 2016. 11:18



აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის გიორგი დგებუაძის იგივე „მასტერას" დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:


 

ერთ ნაკლებ პრესტიჟულ ბაგა-ბაღში დავდიოდი, იოსებიძის კუთხეში, (ხლაცაა). არ ინგლისურს და არც რუსულს არ ასწავლიდენ, სიმღერა ცეკვაც ლათად, ის კი არა და დილით, რომ ჩაგეფსა საღამომდე ჩაფსმული ივლიდი სანამ მშობელი არ მოგაკითხავდა, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდით შუადღემდე მაინც შეგვენახა თავი მშრალად... ამას წინათ ძმაკაცს ვსტუმრობდი თანაბაღელს, (მამები, კოლეგა მეგობრები იყვნენ და ძალია გვიხაროდა და ჩვენც ვძმაკაცობდით), ცოტა გადავკარით... ერთი სურათი უნდა განახო - თუ იცნ, ვინ არიანო. 3 ბავშვი იატაკზე ზიან და კუბიკებით თამაშობენ. ჩემი თავი ეგრევე ვიცანი, მაშინაც ჯანმრთელი ცხვირი მქონდა, მასპინძელიც ეგრევე ვიცანი, პატარაობაშიც დიდი თავი ქონდა, მესამე ნაღდად ვერც გავიხსენე და ვერც ვიცანი, ერთი კი ავღნიშნე... რა ბოროტი თვალები აქვს, ვინაა მეთქი?) სიცილი აუტყდა - ეს ბოროტი თვალები საიდან მოიტანეო.

 

ხო, ისე ცოტა მაზალო" როჟა ვარ ეტყობა, მართლაც, სამიოდ წლის ბავშზე როგორ უნდა თქვა კაცმა ბოროტი თვალები... მაგრამ, თავი იმით დავიმშვიდე ბავშვს ხომ არ განვიხილავდით, ჩვენი ასაკის ადამიანზე იყო საუბარი...

-ვინაა? კიდევ ჩავეითხე.

-ერთ-ერთი ბოროტებაა, შეიძლება ნაცემიც ვხარ...

-ვის ვყვარ ნაცემი? - ავარდი ფინთი გოიმივით.

-ხო, რა ვიცი, მემორიალთან 7 ნოემბერს 6 და 26 მაისს მგონი ჩიოდი, მაგრა მომხვდაო... ვინაა? ინტრიგაში ჩამაგდო...

-მასტერაა, ლეგენდარული მასტერა წამებებისა და ცემა ტყეპის დიდოსტატი (კიდევ ერთხელ დავხედე სურათს, ტვინში დროის მანქანა ავამუშავე წარმოვიდგინე ერთი კუბიკი ყელში, რომ გაჩხეროდა მასტერას და დამხჩვალიყო (რა თქმა უნდა, ჩემი დახმარებით) რამდენი ადამიანი ბოროტებას ასცდებოდა... თუმცა, რაღა მასტერას ვეცი (ის ხომ რეჟიმის მსხვერპლია). მართლა რა უცნაურია არა ცხოვრება, საწყის პოზიციაში თანბრები ვიყავით, იმან მთელი ცხოვრება სულ გუგუნში გაატარა, მე ომი და უბედურება არ დამკლებია. არადა რომ ვთქვა ჩემზე ჭკვიანი ტიპიაო, ზღვარგადასული თავმდაბლობა გამომივა... თუმცა, იმქვეყნიურ სულის ცხონებამდე (არც მე მაქვს დიდი შანსი კუპრიან ქვაბს ავცდე, მაგრამ ის მაინც ვიცი შეშად არ შემაკეთებენ). ერთი კია, ის მატროსოვის ცივ კედლებში გაატარებს უახლოეს წლებს - მანიაკის ბლუსა და მიტოვებული ლაჯებიანის კომპანიაში. მე კიდევ, აგერ, წამოგორებული ფენჩიტას" ვუსმენ, ბოლო ხმაზე, ფილტრიან პაპიროზს ვაბოლებ და კოფესაც გეახლებით) ვოტ ტაკ!" - წერს მალხაზ თოფურია.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner