logo_geo
eng_logo
პაოლო ჯენტილონი: ფიდელ კასტროს გარდაცვალებით მეოცე საუკუნის უდიდესი გვერდი დაიხურა
- +

26 ნოემბერი. 2016. 13:22



სოციალურ ქსელ „ტვიტერის" პირად გვერდზე იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ ფიდელ კასტროს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოლიდარობა გამოუცხადა კუბელ ხალხს და აღნიშნა, რომ მისი გარდაცვალებით „მეოცე საუკუნის უდიდესი და დრამატიზმით სავსე გვერდი" დაიხურა.


„ფიდელ კასტროსთან ერთად იხურება მეოცე საუკუნის უდიდესი და დრამატიზმით სავსე გვერდი. სოლიდარობას ვუცხადებთ კუბელ ხალხს, რომელიც მომავალში იყურება", - დაწერა პაოლო ჯენტილონიმ.


ფიდელ კასტრო, კუბელი რევოლუციონერი, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე დაიბადა 1962 წლის 13 აგვისტოს. 1976 წლის დეკემბრიდან 30 წლის განმავლობაში ის კუბის სახელმწიფო საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, ასევე რევოლუციური შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და ეროვნული თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე. 2006 წლის 31 ივლისს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით მან ქვეყნის მართვის სადავეები თავის ძმას, რაულ კასტროს გადასცა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner