logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

26 ნოემბერი. 2016. 15:18



საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მის ოჯახსა და კუბელ ხალხს.



„მწუხარებას გამოვთქვამ კუბის ყოფილი პრეზიდენტის ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო.

 

ბატონი ფიდელ კასტრო იყო განსაკუთრებული ლიდერი, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია კუბის სახელმწიფოებრიობის განვითარებასა და მეოცე საუკუნის მსოფლიოზე.

 

მინდა, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სამძიმარი და თანაგრძნობა გამოვხატო პრეზიდენტის ოჯახისა და კუბელი ხალხის მიმართ.

 

მჯერა, რომ ფიდელ კასტროს სახელი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს კუბისა და მსოფლიოს ისტორიაში", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.



შეგახსენებთ, რომ კუბის ყოფილი პრეზიდენტი ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner