„თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გია ყრუაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ადვოკატი გოგა ონიანი შს სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი იყო. ყრუაშვილი ონიანს თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და ძალის გადამეტებაში ადანაშაულებს.
„ხალხმა განსაჯოს, გოგა ონიანი არის თუ არა კაცი და მითუმეტეს, ქართველი. სააკაშვილის რეჟიმი ყარდა, როცა ვაკიდან დევნილებს ასახლებდნენ... გოგა ონიანს, რომელიც მაშინ ვანო მერაბიშვილის ჩაფარი იყო, ვიღაცამ დაურეკა - ორი კაცი უნდა დაიჭიროთო! გადმომხედა გოგა ონიანმა.. მე, კახა კუკავა, ალექსი შალამბერიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, მანუჩარ სიგუა ვდგავართ იქვე, სხვებს ვერ გაუბედეს და მე დამეტაკნენ, მიმათრევენ... ეს არაკაცი, ნაბ... რი მეუბნება, შე ყ...ო, აქ რა გინდა. წუხელ, მთელი ღამე შენს ცოლთან ვიწექიო! აი, ასე მითხრა მაგ დედამო... ის შვილმა! ამის პასუხად გოგა ონიანს ხელი ვკარი და ვუთხარი - წუხელ შენ სად იყავი, არ ვიცი, მაგრამ შენს ცოლს რომ სააკაშვილი ტ...ვს, ეს გასაგებია - მეთქი. ამაზე დამიწყეს ცემა და კინაღამ მომკლეს. ძალიან ვაჟკაცურად მოიქცა მოსამართლე შარაძე. ეს ნაძირლები სამთვიან წინასწარ პატიმრობას ითხოვდნენ, მაგრამ მან ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მხოლოდ 15 დღე შემიფარდა", - განაცხადა გია ყრუაშვილმა.
„თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ინტერვიუში წარსულიდან კიდევ ერთ ისტორიას იხსენებს.
„საწყალმა ბესო ტაბატაძემ 26 მაისს თვალი დაკარგა და ეკითხება ვინმე, უნდა თუ არა „ნაცებისთვის" სახის შენარჩუნება? ხალხს რომ შვილები დაუხოცეს, იმ ხალხს უნდა, რომ ესენი შენარჩუნდნენ? პედერასტებს სახელი გამოუცვალეს და „იდენტობა" დაარქვეს! ამ ცხრაჯერ განათხოვრმა ხალხმა დაღუპა უამრავი ოჯახი! ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ოჯახი შეიძლება ყველას დაენგრეს, მაგრამ გიგი უგულავას პირველი ცოლი, პატიოსანი და წესიერი ქალბატონი, უწესო ადამიანებმა არ დააშორეს? ჩვენი სისხლი უნდოდათ, რომ დაელიათ ამ ნაძირალებს და დღესაც ვმკურნალობ ჩემს პატარა ლაზარეს, ისეთი სტრესი მიიღო ბავშვმა", - განაცხადა გია ყრუაშვილმა.
ყრუაშვილის თქმით, მან ერთ- ერთ მიტინგზე პატარა ლაზარეც წაიყვანა და მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ტრანსფარანტი ჰქონდა წაღებული. მისი თქმით, მოულოდნელად იარაღი დაადეს და ლაზარეს შეეშინდა, რის გამოც ბავშვმა დიდი სტრესი მიიღო და დღემდე ნერვოპათოლოგის მეთყვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
„თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, თანხას აგროვებს, რათა პატარა ლაზარე უცხოეთში სამკურნალოდ წაიყვანოს, თუმცა, მას ამ ეტაპზე შვილის სამკურნალოდ შესაბამისი ფინანსები არ აქვს.