საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მოითხოვა, რომ ემბარგო, რომელიც კუბას „სჯის" საბოლოოდ მოიხსნას.
„ფიდელ კასტროს გარდაცვლასთან დაკავშირებით მსურს კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ საბოლოოდ მოიხსნას ემბარგო, რომელიც კუბას სჯის და რომ კუბა სრულად იყოს ინტეგრირებული საერთაშორისო საზოგადოებაში, როგორც პარტნიორი", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა მადაგასკარში ფრანკოფონიის სამიტის ფარგლებში.