logo_geo
eng_logo
პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში ნაკლებად მძიმე დანაშაულზე შინაპატიმრობა ამოქმედდება
- +

26 ნოემბერი. 2016. 17:39



სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა უწყების მიერ გატარებულ და გასატარებელ რეფორმებზე.


კახა კახიშვილმა  ასევე, არასრულწლოვანთა შინაპატიმრობის წესის ამოქმედებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში იგივე პრინციპი ამოქმედდება სრულწლოვან მსჯავრდებულებზე, რომელთაც ნაკლებად მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი.



მოგეხსენებათ, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, უკვე ამოქმედდა შინაპატიმრობა არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის. ამავდროულად, მზად არის ინიციატივა და პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ აღვასრულოთ შინაპატიმრობის მოდელი სანქციის სახით სრულწლოვანი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებულებისთვისაც. ეს მოდელი პატიმრების რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს." - განაცხადა კახა კახიშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner