logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: მინდა ვუთხრა თითოეულ ვეტერანს!
- +

22 მარტი. 2016. 11:40



ესპანური კომპანია საქართველოში ვეტერანების სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას იწყებს. როგორც ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ირაკლი შიხიაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში განაცხადა, პროექტში კომპანია 25 მილიონ ევროს ჩადებს.

 

„გარკვეულ ჯგუფებს ჰქონდათ სურვილი წარმოეჩინათ ისე, თითქოს სახელმწიფო არ ზრუნავს ვეტერანებზე, მათ ჯანდაცვაზე, არ ზრუნავს იმაზე, რომ ვეტერანებს ჰქონდეთ სპეციალიზირებული ჰოსპიტალი... მინდა მოგახსენოთ, რომ მე გახლდით ესპანეთის სამეფოში. ესპანურ კომპანიასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს 2 თვეზე მეტია. შევჯერდით იმაზე, რომ ესპანური მხარე საქართველოში ვეტერანების სამკურნალო- სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობას დაიწყებს. ესპანეთში ჩასვლისას ჩვენ დაგვახვედრეს ამ ცენტრის პროექტის ვიზუალური სახე და მათ სურვილი გამოთქვეს აქტიურად ჩაერთონ მშენებლობის პროცესში. მიმდინარე თვის ბოლოს წამოვა კონკრეტული შემოთავაზება, ხოლო  5 აპრილიდან დავიწყებთ მუშაობას მემორანდუმის გაფორმებაზე.  

 

ეს ცენტრი იქნება რეგიონალური მასშტაბის და მის განხორციელებაში 25 მილიონი ევრო დაიხარჯება. პროცესი დაიწყება 29 მარტამდე.

 

მინდა ვუთხრა თითოეულ ვეტერანს, რომ ჩვენ გვექნება ყველაზე კარგი სამკურნალო-სარებილიტაციო ცენტრი რეგიონში. ის ყბადაღებული თემა, თითქოს ვეტერანები არავის არ აწუხებს და მათზე არავინ ზრუნავს, დასრულდება. ჩემთვის ყველა ვეტერანი ძვირფასია, თითოეულ მათგანზე თანაბრად გავრცელდება ყველა ის სიკეთე, რასაც სახელმწიფო შესთავაზებს მათ. თუ ვინმეს აინტერესებს როგორ ვზრუნავთ ვეტერანებზე, მობრაძანდეს ჩვენთან, ჩვენი კარი ყოველთვის ღიააა", - განაცხადა შიხიაშვილმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner