logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: საგარეჯოს არჩევნების გამოძიების პროცესში თავდაცვის მინისტრი არ დაკითხულა
- +

22 მარტი. 2016. 11:51



მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საგარეჯოს არჩევნების გამოძიების პროცესში თავდაცვის მინისტრი არ დაკითხულა. შოთაძის თქმით, დაკითხულია ყველა ის პირი, რომელთა დაკითხვის აუცილებლობა არსებობდა საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად.


"ამ სისხლის სამართლის საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ტარდება. ვისი დაკითხვის აუცილებლობაც არსებობდა, დაიკითხა. შესაბამისად, ვინაიდან არ გამოვლინდა რაიმე სახის დანაშაულის ნიშნები, საქმეზე გამოძიება შეწყდა. თავდაცვის მინისტრი არ დაკითხულა, რადგან ამის საჭიროება არ არსებობდა", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.



პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად, საგარეჯოში ჩატარებული შუალედური საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, საჯარო მოხელეების მხრიდან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა, რის გამოც საქართველოს პროკურატურამ საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner