logo_geo
eng_logo
კიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს
- +

26 ნოემბერი. 2016. 22:36



უკრაინის კიევის ოლქში პოლიციამ ქართველი „კანონიერი ქურდი" დააკავა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ის უკრაინის ტერიტორიაზე 10 წლის განმავლობაში იმყოფებოდა და უკანონო საქმიანობას ეწეოდა. 42 წლის მამაკაცი, რომლის ვინაობა არ სახელდება, მეწარმეებისგან ფულის გამოძალვაში და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებაშია ეჭვმიტანილი.


პოლიციის ცნობით, ქართველი „ქურდი" უკრაინიდან ადრეც გაუძევებიათ, მაგრამ ის უკან დაბრუნდა. პირადი ჩხრეკის დროს დაკავებულს პისტოლეტი, ჟურნალისტის ყალბი მოწმობა, ასევე სხვა ყალბი საბუთები აღმოაჩნდა. „კანონიერი ქურდის" ავტომობილში კი სამედიცინო პრეპარატებია აღმოჩენილი, რომლებსაც ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.


 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner