logo_geo
eng_logo
ირაკლი შოთაძე: გიორგი დგებუაძის ექსტრადირებისთვის პროკურატურამ უდიდესი სამუშაო გასწია
- +

22 მარტი. 2016. 12:06



მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, გიორგი დგებუაძის პასუხისგებაში მიცემის საკითხი მხოლოდ ე.წ. ნავთლუღის საქმეზე მოხდება. შოთაძის განცხადებით, ექსტრადირების პროცესი საკმაოდ რთულ პროცედურებს მოიცავდა და შესაბამისად, საქართველოს პროკურატურამ უდიდესი სამუშაო გასწია იმ მიმართულებით რომ, მომხდარიყო კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის საქართველოში ჩამოყვანა.


გიორგი დგებუაძის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნა დასაშვებად იქნა ცნობილი ჰოლანდიის სასამართლოს მიერ და შესაბამისად მოხდა მისი საქართველოში ჩამოყვანა. გიორგი დგებუაძე ჩვენივე მოთხოვნის საფუძველზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მისი ექსტრადირება მოხდა ნავთლუღის სპეცოპერაციის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. შესაბამისად, საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, მისი საქმის განხილვა მხოლოდ ამ ბრალდებულების ფარგლებში მოხდება.


ყველა ქვეყენას ექსტრადირების საკუთარი პროცედურები აქვს, ამ შემთხვევაში ექსტრადირების პროცესში ჩართული იყო სასამართლო. კონკრეტულად სასამართლოს ყველა ინსტანციაში მოხდა განხილვა, რამდენად დაცული იქნება მისი ექსტრადირების შემთხვევაში ადამიანის უფლებები. შესაბამისად, ამ პროცედურების მიმდინარეობის გამო, რაც დროში საკმაოდ გაწელილია, არ ხდებოდა მისი ექსტრადირება", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner