„დღეს მთელი მსოფლიო აღნიშნავს სასტიკი დიქტატორის სიკვდილს", - ასე ეხმაურება კუბის რევოლუციის ლიდერის ფიდელ კასტროს გადაცვალებას დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტის წერილს ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ფიდელ კასტროს მემკვიდრეობა, ეს არის დახვრეტა, ძარცვა, წამება, ტანჯვა, სიღარიბე და ადამიანის ფუნდამენტარული უფლებების უარყოფა. მიუხედავად იმისა, რომ კუბა რჩება ტოტალურ სახელმწიფოდ მე იმედს გამოვთქვამ, რომ დღევანდელი დღე საშინელებების დასრულების სიმბოლოა, რომელიც დიდხანს გრძელდებოდა.
მე დარწმუნებული ვარ, რომ შესანიშნავი კუბელი ხალხი იცხოვრებს თავისუფლად, ისე როგორც ისინი ამას იმსახურებენ",- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
კუბის რევოლუციონერი და ყოფილი ლიდერი ფიდელ კატასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.