რუსეთის პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა კუბის ყოფილი პრეზიდენტის, ფიდელ კასტროს, გარდაცვალების გამო და კუბელ ხალხს მიუსამძიმრა. ვლადიმერ პუტინის სამძიმრის წერილში აღნიშნულია, რომ კასტროს სახელი ყოველთვის დარჩება რუსების გულში.
რუსეთის პრეზიდენტმა კუბის ყოფილ პრეზიდენტს არის მთელი ეპოქის სიმბოლო უწოდა. პუტინი მიიჩნევს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი კუბა, რომელიც ფიდელ კასტრომ და მისმა მხარდამჭერებმა ააშენეს, საერთაშორისო თანამეგობრობის გავლენიანი წევრი გახდა. რუსეთის პრეზიდენტის აზრით, კუბა ბევრი ქვეყნისა და ხალხისათვის მაგალითად იქცა.
„ფიდელ კასტრო იყო რუსეთის ნამდვილი და ერთგული მეგობარი. პირადად მან დიდი როლი ითამაშა რუსეთსა და კუბას შორის არსებული ურთიერთობების განვითარებაში, ახლო სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეწყობაში ყველა მიმართულებით. ძლიერი და ბრძენი კაცი მომავალს დიდი რწმენით უყურებდა. მან შეძლო და შექმნა იდეალი პოლიტიკოსის, მოქალაქისა და პატრიოტის და ის თავისი ღირებულებების ერთგული იყო მთელი სიცოცხლის განმავლობაში" - წერს ვლადიმერ პუტინი სამძიმრის წერილში.